Wednesday, November 12, 2014

ყველა იბადება ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ თანასწორუფლებიანი

ყველა იბადება ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ თანასწორუფლებიანი
პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესში ინკლუზიის ცნებისა და ძირითადი პრინციპების განმარტება.
პროექტის  აქტუალობა:
 ყველა იბადება ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ თანასწორუფლებიანი დამიუხედავად განსხვავებულობისა ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი უნდა იქნას თანაბარი შესაძლებლობებით.
 პროექტის მიზნები:
 საზოგადოების ინფორმირება ინკლუზიური განათლების შეასახებ. თანამშრომლობა მშობლებთან და მასწავლებლებთან, ასევე მოსწავლეებთან და ზოგადად საზოგადოებასთან. პოზიტიური მიდგომისა და ტერმინების დამკვიდრების მიზნით შზღუდული და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიმართ.
შეზღუდული შესაძლებლობა არის დაზიანების/დარღვევის შედეგად გამოწვეული უნარის დროებითი ან ქრონიკული შზღუდვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ სფეროში, რაც
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.
  შეზღუდული შესაძლებლობის მქნონე პირებად ის მოსწავლეები ითვლებიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებათ ასაკის შესაბამისი აქტივობების განხორციელებისას და ისინი ამ პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას საჭირებენ.
შზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის განმარტებისას გამოიყოფა ბავშვბის შემდეგი კატეგორიები:
გონებრივი განვითარების დარღვევით. მეტყველების განვითარების დარღვევით. მხედველობის დაზიანება/სიბრმავით. ორთოპედიული დაზიანებით. ემოციური დარღვევით. აუტიზმის სინდრომით. დაუნის სინდრომით. თავის ტვინის ტრამვით. სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით.
ტერმინი სპეციალური საგანმანატლებლო საჭიროება გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცსში, რომელსაც აწყდება მოსწავლე და რომლის დაძლევაც მას სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს. მოსწავლეს, რომელსაც გააჩნია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება ექმნება სირთულეები და სჭირდება დახმარება შმდეგ სფეროებში: კითხვა, წერა, ანგარიში, ინფორმაციის გადამუშვება, საკუთარი აზრის და შეხედულების გამოხატვა, სხვისი აზრის გაგება, დავალებების შესრულება, ქცევა, კმუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან. სხვადასხვა სახის სენსორული და ფიზიკური დაეფიციტი, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. რომელთაც აქვთ გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, რომელნიც არიან სოციალურად დაუცველნი.
მონაწილეთა ასაკი:
 ყველა ასაკობრივი ტიპი, დაწყებითი კლასი და ზევით.
ვადები/ხანგრძლივობა:
 ეტაპობრივად ინფორმირება ყველა კლასის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საზოგადოების სწორად ინფორმირება და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, ადეკვატურ დამოკიდებულებას გამოიწვევს შეზღუდული და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ.
საბოლოოდ ყველა ჩართული იქნება ამ პროცესში, შეიცვლება ზერელე დამოკიდებულება პრობლემისადმი, ადამიანის უფლებები ნაკლებად დაირღვევა და ყველა უზრუნველყოფილი იქნება თნანბარი შესაძლებლობებით.
პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები: ადამიანური რესურსი–სპეციალური მასწავლებელი. კლასისი ხელმძღვანელები. დირექციის წარმომადგენელი.
მატერიალური რესურსი:
 კომპიუტერი, პროექტორი, საკლასო ოთახი.
პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები):
 ინფორმაციის გაცვლა და მიწოდება ხდება სპეციალური მასწავლებლის მიერ აუდიტორიაში/საკლასო ოთახში. პროექტორის საშუალებით აცნობს წარმოდგენილ მასალას პრეზენტაციის თანხლებით. განმარტავს ინკლუზიის ცნებასა და ძირითად პრინციპებს. შმდეგ ხდება ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა კითხვა–პასუხის ხარჯზე.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება. ი.ს.ტ. ეროვნული სასწავლო გეგმა მე–5 თავი.
პროექტის ხელმძღვანელი: ე. პატიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: